Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, ხერხდება მექსიკის ყურის ფსკერზე დაზიანებული ჭაბურღილიდან მომავალი ნავთობისა და გაზის შეკავება


შეერთებული შტატების ხელისუფლების თანახმად, როგორც ჩანს, ხერხდება მექსიკის ყურის ფსკერზე დაზიანებული ჭაბურღილიდან მომავალი ნავთობისა და გაზის შეკავება. ამავე დროს ბრიტანეთის ენერგოგიგანტის, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა, ტონი ჰეიუორდმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიერ ხუთშაბათს ჭაბურღილზე მოთავსებული დამცავი ხუფის მეშვეობით ერთ დღეში მოხერხდა 10 ათასი ბარელი ნავთობის დაჭერა და ზედაპირზე ამოქაჩვა. მთლინობაში გეიზერიდან დღეში 19 ათასი ბარელი ნავთობი იფრქვევა. მას მერე, რაც 47 დღის წინათ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილის დაზიანების შემდეგ ნავთობით დაბინძურდა ამერიკის სამხრეთ შტატების - ლუიზიანის, ალაბამის, მისისიპისა და ფლორიდის სანაპირო რაიონები - საქმე გვაქვს შეერთებული შტატების ისტორიაში ნავთობთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ კატასტროფასთან.
XS
SM
MD
LG