Accessibility links

logo-print

აფეთქების შედეგად დღეს ავღანეთში ერთი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ


გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დღეს ავღანეთში ერთი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ. პროვინცია ყანდაარის პანჯვაის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბომბით დაზიანდა პოლიციის სატვირთო მანქანა და იქვე შემთხვევით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც სამოქალაქო პირები ისხდნენ. დაჭრილი არიან ერთი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი. პანჯვაი მდებარეობს ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარის შემოგარენში. ყანდაარი მოექცევა ნატოს სამხედრო ოპერაციის ცენტრში, რომელსაც ის ზაფხულში აწარმოებს თალიბების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG