Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ დიხაზურგაში მოსახლეობა თავს ტყეს აფარებს


აფხაზეთის მთავრობის მედიაცენტრის ხელმძღვანელზე, რაულ ქირიაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას ოთხი მკვიდრი დააკავეს. ქირიას განცხადებით, დაკავებულია სოფლის გამგებელი გენო კიკალიშვილი და ამავე სოფლის სამი მკვიდრი – თემურ კეკუა, არჩილ ჩხაპელია და რამაზ გოგოხია და დაკავებულები გალის რაიონის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, გადამწვარია შოთა კეკუას, მამუკა და ომარ ძიგუების სახლები. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში 30-მდე მსუბუქი ავტომობილით აფხაზი სეპარატისტები დღეს საღამოს შევიდნენ. მოსახლეობა თავს ტყეს აფარებს.
XS
SM
MD
LG