Accessibility links

logo-print

ისრაელი ღაზის ნაპირთან 31 მაისს მომხდარი მოლენების საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ეწინააღმდეგება


ისრაელმა განაცხადა, რომ არ დათანხმდება ღაზის ნაპირთან 31 მაისს მომხდარი მოლენების საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. ამ ინციდენტისას ისრაელმა სამხედრო რედი განახორციელა ფლოტილიის წინააღმდეგ, რომელიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. დაიღუპა პალესტინელთა მხარდამჭერი 9 აქტივისტი. ისრაელიდან ახდენენ 19 პროპალესტინელი აქტივისტის დეპორტაციას, რომლებიც შაბათ, კიდევ ერთი ასეთი აქციისას, შეეცადნენ ირლანდიის გემით, „რეიჩელ კორით“ გაერღვიათ ბლოკადა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გემი წინააღმდეგობის გარეშე დააკავეს.
XS
SM
MD
LG