Accessibility links

logo-print

სლოვენიაში გაიმართა რეფერენდუმი ხორვატიასთან სასაზღვრო დავის საკითხთან დაკავშირებით


დღეს სლოვენიაში გაიმართა რეფერენდუმი ხორვატიასთან სასაზღვრო დავის საკითხთან დაკავშირებით. ამომრჩევლებმა მოიწონეს შარშან ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დავა გადაწყდება საერთაშორისო საარბიტრაჟო კომისიაში. საქმე ეხება პირანის ყურეში საზღვაო საზღვარს. სლოვენია ითხოვს, საერთაშორისო წყლებისკენ პირდაპირი გასასვლელი მიეცეს, მაშინ, როცა ხორვატია ამტკიცებს, რომ ამგვარი გასასვლელი შესაძლებელია მხოლოდ მისი ტერიტორიული წყლების გავლით. ეს სასაზღვრო დავა ერთ-ერთი წინაღობაა ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების გზაზე.
XS
SM
MD
LG