Accessibility links

logo-print

კასეტური იარაღის შესახებ კონვენცია მალე სავალდებულო გახდება


ჩილეში დღეს იწყება შეკრება, რომელზეც იმსჯელებენ კასეტური იარაღის შესახებ 2008 წლის კონვენციის შესრულებაზე. ეს კონვენცია 1 აგვისტოდან სავალდებულო საერთაშორისო კანონი ხდება. კასეტურ იარაღს დღეს 80-ზე მეტი ქვეყანა ფლობს. დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ კასეტური იარაღი იწვევს მნიშვნელოვან მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში როგორც კონფლიქტების მიმდინარეობისას, ისე მათი დასრულების შემდეგ. კასეტური იარაღის მწარმოებელ რიგ ქვეყნებს ხელი არ აქვთ მოწერილი კონვენციაზე. მათ შორისაა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ბრაზილია.
XS
SM
MD
LG