Accessibility links

logo-print

აზიის ლიდერები უსაფრთხოების სამიტისთვის სტამბოლში იკრიბებიან


სტამბოლში აზიის ლიდერები უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სამიტზე იკრიბებიან. ოცწევრიანი კონფერენცია ”აზიაში ურთიერთქმედებასა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე” 1990-იანების ბოლოს დაფუძნდა. სულ ცოტა რვა სახელმწიფოს ლიდერი (ირანის პრეზიდენტის ჩათვლით) მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მათ შორის - რუსეთის პრემიერ-მინისტრსაც ელიან. მოელიან, რომ თურქეთი დაგმობს ისრაელის ბოლოდროინდელ ოპერაციას, რომლის დროსაც 9 თურქი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სამშაბათს დაგეგმილ სამიტში ისრაელი მონაწილეობას არ მიიღებს.
XS
SM
MD
LG