Accessibility links

logo-print

თბილისი ესპანეთიდან კალაშოვის ექსტრადირებას ელის


საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა და შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ ესპანელი კოლეგების წინაშე კალაშოვის ექსტრადიციის საკითხი დააყენეს. შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის დრო ჯერ გაურკვეველია. ესპანეთიდან დაბრუნებულმა ბურჯალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება. შაქრო კალაშოვი ესპანეთში გუშინ დააკავეს. ქართული მხარე, კალაშოვთან ერთად, ესპანეთისგან ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადიციასაც ითხოვს, თუმცა ბოჭორიშვილი ჯერ დაკავებული არ არის. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG