Accessibility links

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოთხი პალესტინელი ექსტრემისტი მოკლეს


ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, მისმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა ესროლეს პალესტინელების ნავს ღაზის სექტორის სანაპიროსთან, მოკლეს ოთხი ექსტრემისტი. ისრაელის სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ამოიცნეს ჯგუფი ტერორისტებისა, რომლებსაც მყვინთავის კოსტუმები ეცვათ და ტერაქტის განსახორციელებლად მიეშურებოდნენ“. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ყველა დახოცილს მყვინთავის კოსტუმი ეცვა. პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფატაჰის“ შეიარაღებულმა ჯგუფის, „ალ-აყსას წამებულთა ბრიგადის" განცხადებით, დახოცილები მისი სამხედრო ძალების წარმომადგენლები იყვნენ და წვრთნას გადიოდნენ.
XS
SM
MD
LG