Accessibility links

logo-print

თურქეთი ისრაელს მოუწოდებს, დათანხმდეს ფლოტილიაზე თავდასხმის საერთაშორისო გამოძიებას


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე „ლაპარაკიც ზედმეტია“, თუ ისრაელი არ დათანხმდება ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე თავდასხმის საერთაშორისო გამოძიებას. იერიშის შედეგად ფლოტილიაზე მყოფი ცხრა თურქი დაიღუპა. დავუთოღლუს თქმით, თუ ისრაელი უარყოფს გამოძიებას, რომლის წინადადებითაც გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი გამოვიდა, „ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც აქვს დასამალი“. დავუთოღლუმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელიც სტამბოლში რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციასთან დაკავშირებით გაიმართა. თურქეთთან ისრაელის ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობა გამოიწვია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის მიერ 31 მაისს განხორციელებულმა იერიშმა.
XS
SM
MD
LG