Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში პატიმრობა მიუსაჯეს შვიდ ადამიანს ბოპალში 1984 წლის კატასტროფასთან დაკავშირებით


ინდოეთში სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა შვიდ ადამიანს, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო ავარიასთან, ბოპალის კატასტროფასთან კავშირის გამო. ინდოეთის მთავრობის მონაცემებით, 15 000-მდე ადამიანი დაიღუპა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც 1984 წლის 3 დეკემბერს ცენტრალური ინდოეთის ქალაქ ბოპალში ამერიკულ კომპანია „იუნიონ კარბაიდის“ კუთვნილი ქარხნიდან ტოქსიკურმა გაზმა გაჟონა. განაჩენი, რომელიც დღეს გამოიტანეს, ანუ, ქიმიური კატასტროფიდან 25 წელიწადში, პირველია ამ საქმესთან დაკავშირებით. შვიდივე მსჯავრდებული კომპანიის ყოფილი, ადგილობრივი თანამშრომელია. განაჩენს ბევრი მიიჩნევს დაგვიანებულად. ფირმა „იუნიონ კარბაიდი“, რომელიც აღარ არსებობს, 20 წლის წინ 470 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.
XS
SM
MD
LG