Accessibility links

logo-print

ობამა აზერბაიჯანს ჰპირდება, რომ პრიორიტეტულ საკითხად განიხილავს სომხეთთან მის უთანხმოებას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აზერბაიჯანს დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი პრიორიტეტულ საკითხად განიხილავს სომხეთთან ბაქოს უთანხმოებას. ამის შესახებ ნათქვამია ობამას წერილში, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ბაქოში ვიზიტის დროს გადასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. წერილში ობამა აზერბაიჯანს აქებს ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნისა და ავღანეთში ნატოს ჯარების მოსამარაგებლად სახმელეთო გზის და საჰაერო სივრცის გახსნის გამო. რობერტ გეიტსმა დღეს ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკების დროს სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. აპრილში აზერბაიჯანმა შეერთებულ შტატებს ბრალად დასდო, რომ ის სომხეთს ემხრობა მთიანი ყარაბაღის საკითხში.
XS
SM
MD
LG