Accessibility links

logo-print

თბილისი-მოსკოვის ჩარტერულ რეისებს ”სიბირი” შეასრულებს


საქართველოს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ რუსულ ავიაკომპანია ”სიბირს” პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების შესრულების ნება დართო. სააგენტო რია-ნოვოსტის ავიაკომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ 1 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში და პირიქით, 12 ჩარტერული რეისი შესრულდება. მანამდე მსგავსი ნებართვა კომპანია ”აირზენამ” მიიღო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან.
XS
SM
MD
LG