Accessibility links

logo-print

პოლონეთის განცხადებით, ავიაკატასტროფაში კაჩინსკისთან ერთად დაღუპულ ერთ-ერთ პირს საკრედიტო ბარათები მოპარეს


პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან 10 აპრილის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ოფიციალური პირის საკრედიტო ბარათიდან ფული მოიპარეს. ვარშავის პროკურატურის პრეს-მდივან მონიკა ლევანდოვსკას თქმით, 1700 ევრო არის აღებული ანჯეი პშევოზნიკის საბანკო ანგარიშიდან. პშევოზნიკი 95 ადამიანთან, მათ შორის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც სმოლენსკთან ჩამოვარდა. ვარშავის პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, მოპარულია პშევოზნიკის ორი საკრედიტო ბარათი. ერთი მათგანი 11-ჯერ გამოიყენეს ფულის გამოსატანად სმოლენსკში. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ცნობას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG