Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს მრავალეროვანი ძალების განცხადებით, ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში ბომბის აფეთქებისა და სროლის შედეგად. თავდასხმის შესახებ იუწყებიან აგრეთვე ყანდაარის პროვინციიდან. პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივან ზალმაი აიუბის განცხადებით, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ყანდაარის საწვრთნელ ბაზასთან თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ. მოკლულებს შორის ერთი ამერიკელია. ყანდაარში ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილია. გეგმა ითვალისწინებს მომავალ წელს ამერიკელი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG