Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებულია ევროს კურსით, რომელიც რამდენიმე წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა


ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა დღეს შეშფოთება გამოთქვა ევროს გაუფასურების სწრაფი პროცესის გამო. ევროზონის საერთო ვალუტის კურსი დღეს 1,19 დოლარზე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ოთხ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე - 2006 წლის მარტის შემდეგ. აზიისა და ევროპის ბირჟებზე აქციების კურსი დაეცა მას შემდეგ, რაც უოლ სტრიტის მაჩვენებლები პარასკევს 3 პროცენტით შემცირდა შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ამსახველი არასახარბიელო მონაცემების გამო. დაღმასვლის ტენდენციას ხელს უწყობს უნგრეთის ვალებით გამოწვეული მწვავე კრიზისის შესახებ ინფორმაციაც. ევროზონის ფინანსთა მინისტრები დღეს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას.
XS
SM
MD
LG