Accessibility links

logo-print
8 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. მან ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ არჩეულ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების საბაზისო პროექტზე. გასულ კვირაში ვენეციის კომისიაში მოწყობილ განხილვაზე, რომლის ერთ-ერთმა წევრმაც დოკუმენტი ევროპული კონსტიტუციონალიზმისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. შარმანაშვილის თქმით, პროექტის ავტორების მიზანი იყო ისეთი ცვლილებების მომზადება, რომელიც კონსტიტუციის დონეზე ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ ძალაუფლების უზურპაციას გამორიცხავდა.
XS
SM
MD
LG