Accessibility links

logo-print

გაერომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პროექტი მოამზადა


რეზოლუციის პროექტი, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, მზად არის და გაეროს უშიშროების საბჭო მას კენჭს ამ კვირაში უყრის. ირანის ბირთვულ პროგრამასა და რეზოლუციის ახალ პროექტზე უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე იმსჯელა. საბჭოში ბრაზილიის და თურქეთის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ირანის საწინააღმდეგო ახალი დოკუმენტის დამტკიცებამდე საჯარო პოლიტიკური დებატები გაიმართოს. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მისი ქვეყნის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭო ახალ სანქციებს აამოქმედებს, თეირანი მსოფლიოს სახელმწიფოებთან მისი ბირთვული პროგრამის განხილვას შეწყვეტს.
XS
SM
MD
LG