Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ სანქციებზე „პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება“


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო. პუტინმა განაცხადა ასევე, რომ ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდება სტამბოლში რეგიონული სამიტის დროს, რომელსაც ორივე ლიდერი ესწრება. როგორც პუტინმა ამავე სამიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, გაეროს სანქციები „გადაჭარბებული“ არ უნდა იყოს. თავის მხრივ, აჰმადინეჟადმა დღევანდელ კონფერენციაზე რუსეთს მოუწოდა, ნუ დადგება ირანის მტრების მხარეს.
XS
SM
MD
LG