Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ბომბის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა


ოფიციალური პირებისა და მედიის ინფორმაციით, სტამბოლში პოლიციის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიჭრა, უმეტესწილად პოლიციელები. პოლიციის ცნობით, ჯერ არ იყო ნათელი, ვინ მოაწყო აფეთქება რაიონში, რომელიც სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარეობს. ბომბი აფეთქდა, როცა პოლიციელები მიკროავტობუსით მიემგზავრებოდნენ და საავადმყოფოს ჩაუარეს. აფეთქების ფონია აზიაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტი, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG