Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები დღეს ეკონომიკურ რეფორმაზე მსჯელობენ


ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ ზომებზე, რომელთა მეშვეობითაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული ვალებით გამოწვეული ამჟამინდელი კრიზისის გამეორება. შეხვედრას ლუქსემბურგი მასპინძლობს. საბოლოო გადაწყვეტილებები ევროკავშირის 17 ივნისის სამიტზე გამოცხადდება. ორშაბათს ევროზონის წევრი ქვეყნების მიერ საფუძველი ჩაეყარა მრავალმილიარდიან ფონდს, რომელიც ევროზონის ნებისმიერ წევრს დაეხმარება, თუ ის ვალების გადახდას ვერ შეძლებს. ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი ფონდი 750 მილიარდ ევროს მოიცავს.
XS
SM
MD
LG