Accessibility links

logo-print

ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსა მიმდინარეობს


ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-11 რაუნდი მიმდინარეობს. კონსულტაციაში, რომლის თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები არიან, ოფიციალური თბილისის, აშშ-ის, რუსეთის და აფხაზური და ოსური დელეგაციები მონაწილეობენ. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ყველაზე მწვავე საკითხად ოკუპირებულ რეგიონებში მყოფი რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას და მათი უფლებების, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას მიიჩნევს. გარდა ამისა, თბილისის დელეგაცია რუსეთს კვლავ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს და მისგან საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას მოითხოვს. თავის მხრივ, რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები ჟენევაში ამჯერადაც მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის ახალი შეთანხმებების ხელმოწერას დათანხმდეს.
XS
SM
MD
LG