Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტო ლიბიიდან გააძევეს


ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტოს განცხადებით, ის ახსნა-განმარტების გარეშე გააძევეს ლიბიიდან. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრეს-მდივან მელისა ფლემინგის განცხადებით, სააგენტომ გასულ კვირაში მიიღო ლიბიის ხელისუფლებისაგან შეტყობინება, რომ მან ლიბიაში მუშაობა უნდა დაასრულოს და ქვეყანა დატოვოს. ფლემინგის განცხადებით, ლიბიის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა. გაეროში ლიბიის მისია კომენტარზე უარს ამბობს. სააგენტო მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რომელიც ლიბიანში უცხოეთიდან ჩადის, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს იმიგრანტებისა და ლტოლვილების რეგისტრაციის პროცედურა. ფლემინგის განცხადებით, სააგენტოს უკვე რეგისტრირებული ჰყავს 9000-მდე ლტოლვილი პალესტინელების ტერიტორიებიდან, ერაყიდან, სუდანიდან, სომალიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG