Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სტატისტიკის უწყებას მეტი უფლებამოსილება მიენიჭება


ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტატისტიკის უწყება „ევროსტატს“ მეტი უფლებამოსილება მიენიჭება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის შესამოწმებლად. ამ ზომაზე ერთსულოვნებას მიაღწიევს დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელზეც იმსჯელეს ზომებზე, ვალებით გამოწვეული ამჟამინდელი კრიზისის გამეორების თავიდან ასაცილებლად. მინისტრების წინადადებით, „ევროსტატი“ უნდა აღიჭურვოს აუდიტის ტიპის უფლებამოსილებით, ევროკავშირის მიერ წარდგენილი მაჩვენებლების შესამოწმებლად. ამასთან ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა „გარკვეული შეშფოთება“ გამოთქვა სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ბულგარეთმა წარმოადგინა, რის გამოც სოფიაში საგამოძიებო მისიის გაგზავნას აპირებენ. ცნობილია, რომ საბერძნეთში ვალებით გამოწვეულ მწვავე კრიზისს წინ უსწრებდა ევროკავშირისთვის მიწოდებული არასწორი ინფორმაცია ამ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG