Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველს ფრანც კაფკას სახელობის პრემია მიენიჭა


ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ფრანც კაფკას სახელობის პრესტიჟული პრემია მიენიჭა. ფრანც კაფკას ფონდი პრაღაში მდებარეობს. პრემია, რომლის მოცულობა 10 ათასი დოლარია, ყოველწლიურად მსოფლიო კულტურაში შეტანილი წვლილისათვის ენიჭებათ. სხვადასხვა წლებში კაფკას პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მწერალი ფილიპ როტი, ბრიტანელი დრამატურგი ჰაროლდ პიტნერი და სხვა პროზაიკოსები. 73 წლის ჰაველმა 1960-იან წლებში გამოსცა მრავალი პიესა და რომანი, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG