Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ შესაძლოა უკვე ხვალ გამართოს კენჭისყრა ირანის წინააღმდეგ სანქციებზე


გაეროს უშიშროების საბჭოში შესაძლოა ხვალ გაიმართოს კენჭისყრა რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღებას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე სამშაბათს გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არომ განაცხადა. დოკუმენტი წარმოადგენს შედეგს მრავალთვიანი მოლაპარაკებებისა, რომელიც შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის წარმოებდა. გუშინ და დღეს საბჭოს 15 წევრი დახურულ კარს მიღმა ორი დღის განმავლობაში განიხილავდა ბრაზილიისა და თურქეთის წინადადებას, რომლის თანახმადაც კენჭისყრამდე უნდა გაიმართოს ღია დებატები სანქციების თაობაზე.
XS
SM
MD
LG