Accessibility links

logo-print

ნიდერლანდის სამეფოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


დღეს საპარლამენტო არჩევნებია ნიდერლანდის სამეფოში. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამარჯვების დიდი შანსი აქვს ლიბერალურ პარტიას, რომელიც ბიუჯეტის შეკვეცის, მთავრობის შემცირებისა და იმიგრანტებისთვის დახმარების შემცირების დაპირებას იძლევა. დღევანდელი არჩევნებით, დიდი ალბათობით, დასრულდება იან პეტერ ბალკენენდეს რვაწლიანი პრემიერ-მინისტრობა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატი გახლავთ. ქრისტიან-დემოკრატები ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად მიმდინარე წლის თებერვლამდე მართავდნენ ქვეყანას, ვიდრე მთავრობა ჰოლანდიელი სამხედროების ავღანეთში ყოფნის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეეწირა.
XS
SM
MD
LG