Accessibility links

logo-print

პაკისტანის დედაქალაქთან თავს დაესხნენ ნატოს სატვირთო კოლონას


სამშაბათს, ღამით პაკისტანის დედაქალაქთან ახლოს ავღანეთში ნატოს ჯარებისთვის განკუთვნილი მომარაგებით სავსე სატვირთო მანქანებს თავს დაესხნენ. ისლამაბადთან ასეთი თავდასხმა პირველად მოხდა. სულ ცოტა, 7 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა სატვირთო მანქანების მძღოლები არიან. პოლიციის ინფორმაციით, კოლონას მოტოციკლებსა და ერთ ”პიკაპის” ტიპის ავტომანქანაში მსხდომი დაახლოებით ათი მეომარი დაესხა თავს და ცეცხლი გაუხსნა. თავდამხსმელთა დაკავება ვერ მოხერხდა. ავღანეთში ნატოს ეგიდით მყოფი ჯარს მომარაგების სამი მეოთხედი პაკისტანის პორტ კარაჩიდან სახმელეთო გზით მიეწოდება. თალიბი მეომრები აქამდე ტვირთებს თავს ესხმოდნენ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. ამის გამო ნატო იძულებული გახდა ალტერნატიული მარშრუტები მოეძებნა, მათ შორის - შუა აზიის გავლით.
XS
SM
MD
LG