Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ირანზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც ირანის მიმართ სანქციების მეოთხე წყება ამოქმედდება. აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეს სანქციები იქნება ყველაზე მკაცრი, რის წინაშეც თეირანი დღემდე მდგარა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ, თუკი გაერო რეზოლუციას მიიღებს, ირანი უარს იტყვის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას შეეხება. აჰმადინეჟადი აგრეთვე აცხადებს, რომ გასულ თვეში თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით ბირთვული საწვავის გაცვლაზე შეთანხმების მიღწევა იყო შესაძლებლობა, რომელიც ”აღარ განმეორდება”.
XS
SM
MD
LG