Accessibility links

logo-print
9 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი დეა მეტრეველი. მისი თქმით, პროგრამის უმთავრესი მიზანია სხვადასხვა პროექტის საშუალებით ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოლულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი, რომელიც განკუთვნილი იქნება იმ უცხოური გამომცემლობებისათვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა. დეა მეტრეველის თქმით, კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნა იქნება. პროგრამა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა, უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და გარდა თარგმანის ხელშეწყობისა, ის ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიც არის გასული საუკუნეების წიგნების რეპრინტებისა და სხვადასხვა თანამედროვე თუ კლასიკოსი მწერლების წიგნების გამოცემა.
XS
SM
MD
LG