Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელი“ ირანს დისიდენტების დევნაში ადანაშაულებს


უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნელი“ ირანს მთელი დისიდენტური მოძრაობის ჩაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებს. „ამნესტის“ ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი სიკვდილით დასჯას, წამებას და დაპატიმრებას მიმართავს ოპონენტების, მათ შორის იურისტების, მეცნიერების, ყოფილი პოლიტიკური მოღვაწეების და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს ირანში გასული წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ წლისთავს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებას მოჰყვა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, რომელთა ათასობით მონაწილეც დაპატიმრებულ იქნა. აჰმადინეჟადს გაფრთხილებული ჰყავს ოპონენტები რომ მთავრობა არ გამოიჩენს შემწყნარებლობას, თუ არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით ისევ გაიმართება საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG