Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისიტრის განცხადებით, ევროკავშირი თურქეთს „აღმოსავლეთისაკენ“ უბიძგებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის განცხადებით, ევროკავშირი „აღმოსავლეთისაკენ“ უბიძგებს თურქეთს, როცა ფეხს ითრევს ევროკავშირში მის მალე მიღებაზე. გეიტსმა დღეს ლონდონში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კარგად უნდა ჩაუფიქრდნენ, რატომ შეიცვალა პოლიტიკური კურსი თურქეთში და რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ამჟამინდელზე მეტად მიმზიდველი და ღირებული გახდეს თურქეთის ლიდერებისთვის. ამავე დროს, გეიტსმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, რაც ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე ისრაელის რეიდს და ცხრა თურქი აქტივისტის დახოცვას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG