Accessibility links

logo-print

ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი კონსტიტუციის ცვლილებების ინგლისური ვარიანტი ქართულს არ ემთხვევა


საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებების ქართულ და ინგლისურენოვან ვარიანტებში განსხვავება აღმოჩნდა. ირაკლი ალასანიას პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრის თეა წულუკიანის განმარტებით, სახელმწიფო კომისიის მიერ 11 მაისს დამტკიცებული საბაზისო ვარიანტის ინგლისურ ვერსიაში, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნა, საკონსტიტუციო ცვლილებათა ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე. კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქართულ ვერსიაში კი, მსგავსი დებულება არ არსებობს. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიასა და ხელისუფლებას სურთ, სასურველი ცვლილებები უმტკივნეულოდ განახორციელონ, რაც თავიდან ზედმეტ შეკითხვებს, კრიტიკას და პროტესტს ააცილებთ. მისივე განცხადებით, როდესაც საზოგადოება შეიტყობს რა მოხდა, ყველა ცვლილება და სასურველი გადაადგილება უკვე განხორციელებული იქნება და მაგალითად, დღევანდელი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად უმტკივნეულოდ მოგვევლინება. არსებული შეუასაბამობის გამო "ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ოფიციალური წერილით მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს და წერილის ასლი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს ჯანი ბუკიკიოს გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG