Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ საფრანგეთში ორი ვერტმფრენი შეიძინა


საქართველომ საფრანგეთში ორი ვერტმფრენი შეიძინა, გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების სალიკვიდაციოდ. შესაბამისი კონტრაქტი დღეს პარიზში გააფორმეს საქართველოს მთავრობისა და კომპანია "ევროკოპტერის" წარმომადგენლებმა. ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და, გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადა, რომ საქართველო აფართოებს მცირე აეროპორტების ქსელს და საამისოდ ბევრი ვერტემფრენი სჭირდება. "დღეს ჩვენ შევიძინეთ ორი ყველაზე საუკეთესო ვერტმფრენი, რაც არსებობს მსოფლიოში. ეს უნდა გამოვიყენოთ სამაშველო ოპერაციებისთვის, სამედიცინო საკითხებისთვის", განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG