Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა


გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მეოთხე რაუნდი დაამტკიცა. სანქციები ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 12 წევრი მიემხრო, ლიბანმა თავი შეიკავა, თურქეთი და ბრაზილია კი წინააღმდეგი იყვნენ. რეზოლუცია ითვალისწინებს მკაცრ ზომებს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, მათ შორის ყველა სახელმწიფოს აძლევს საეჭვო ტვირთიანი გემების ირანისთვის ჩამორთმევის უფლებას და კრძალავს ირანში ვერტმფრენებისა და საბრძოლო ტანკების ექსპორტს. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენლის, ალი აშგარ სოლტანიეჰის განცხადებით, ირანი ახალი სანქციების მიუხედავად გააგრძელებს ურანის გამდიდრებას.
XS
SM
MD
LG