Accessibility links

ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს


ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მთავარი თემებია ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია, ნატოს რეფორმირება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკუთარი სისტემის შექმნა. ალიანსის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიათა სხდომებიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კომისიის სხდომაში მონაწილეობის შემდეგ, მინისტრი ბაჩო ახალაია ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება და რამდენიმე უცხოელ კოლეგას შეხვდება.
XS
SM
MD
LG