Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელის მოწერას თხოვს


რუსეთი კვლავ მოითხოვს, რომ მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველომ ხელი ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტებს მოაწეროს. ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისმა ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს სოხუმსა და ცხინვალთან, მოსკოვი კი, შესაძლოა, მხოლოდ შეთანხმების შესრულების გარანტი იყოს და არა მხარე. საქართველოს პოზიციას, რომ ამ თემაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან და არა ცხინვალსა და სოხუმთან, აზიმოვმა პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით არაკორექტული უწოდა. შეგახსენებთ, რომ ძალის გამოუყენებლობის და უსაფრთხოების დოკუმენტის პროექტი უკვე არსებობს და მისი ავტორები ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები არიან. თუმცა, 8 ივნისს გამართული შეხვედრისას მხარეებმა კონსენსუსს კვლავ ვერ მიაღწიეს, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელთა არაკონსტრუქციული პოზიციით ახსნა.
XS
SM
MD
LG