Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე დღეს უკრაინელ კოლეგას შეხვდა


საქართველო-უკრაინის ურთიერთობისთვის კიევისა და მოსკოვის დაახლოება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს - განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძე დღეს უკრაინელ კოლეგას კონსტანტინ გრიშჩენკოს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა ამ ორი ქვეყნის სუვერენული საქმეა და მას თბილისი შესაბამისად აღიქვამს. ვაშაძემ კმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის ამასწინანდელი განცხადების გამო, რომლის თანახმად, უკრაინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თავის მხრივ, კონსტანტინ გრიშჩენკომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე იმსჯელეს. დღესვე მინისტრებმა ხელი საჰაერო მიმოსვლის სამთავრობო შეთანხმებას მოაწერეს. ვაშაძე და გრიშჩენკო ასევე შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტები საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის რევიზიას დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG