Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ გულაშვილის და მისი შვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მალხაზ გულაშვილისა და მისი ვაჟის დავით გულაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მალხაზ გულაშვილის მეუღლემ, ნანა გაგუამ განუცხადა. მისი განმარტებით, სახლში გამომძიებელმა შესაბამისი ოქმი მიუტანა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მალხაზ გულაშვილსა და მის 17 წლის შვილს ბრალად ედებათ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთა, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაგუას ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ბრალდებულების დაუსწრებლად ჩატარდება. გულაშვილების ინტერესებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იცავს. საქმე ეხება მალხაზ გულაშვილისა და მისი შვილის ცხინვალში, შემდეგ კი რუსეთში გადასვლის ფაქტს.
XS
SM
MD
LG