Accessibility links

logo-print

ბაჩო ახალაია ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოვა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გაემგზავრა. 11 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იგეგმება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან. ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია, ალიანსისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.
XS
SM
MD
LG