Accessibility links

logo-print

დუბლინში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრზე თავდასხმა სცადეს


ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დააკავეს სამი ადამიანი, რომლებიც აპირებდნენ თავდასხმა განეხორციელებინათ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრზე მანუჩერ მოტაკიზე. მინისტრს, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ინსტიტუტში სიტყვით გამოდიოდა, ხალხის ჯგუფი დახვდა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ირანის ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინისტრის ავტომობილს კვერცხები დაუშინეს. სიტუაციის დარეგულირებას დუბლინის პოლიცია შეეცადა.
XS
SM
MD
LG