Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გულაშვილის” საქმე


მალხაზ გულაშვილი, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
მალხაზ გულაშვილი, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მალხაზ გულაშვილისა და მისი ვაჟის, დავით გულაშვილის, პროცესი. მალხაზ გულაშვილის მეუღლის, ნანა გაგუას სიტყვებზე დაყრდნობით, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" სააგენტო იუწყება.

ნანა გაგუას განმარტებით, სახლში გამომძიებელმა შესაბამისი ოქმი მიუტანა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მალხაზ გულაშვილსა და მის 17 წლის შვილს ბრალად ედებათ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთა, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაგუას ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ბრალდებულების დაუსწრებლად ჩატარდება.

გულაშვილების ინტერესებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იცავს. საქმე ეხება მალხაზ გულაშვილისა და მისი შვილის ცხინვალში, შემდეგ კი რუსეთში გადასვლის ფაქტს.
XS
SM
MD
LG