Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ”ნაგავია”


მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ირანის პრეზიდენტი

მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დამტკიცებას ”ნაგავი” უწოდა: ”გაეროს გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ნაგავი და უნაყოფო დარტყმაა. მადლობა ღმერთს, რომ მათ არ შესწევთ უნარი ირანელ ერს ზიანი მიაყენონ. დღეს პოლიტიკური ავანსცენა გადაქცეულია ტყუილისა და აგრესიის ავანსცენად”, - ამბობს ირანის პრეზიდენტი.

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მეოთხე რაუნდი დაამტკიცა. სანქციები ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.

დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

სანქციების დამტკიცებიდან რამდენიმე ხანში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას: ”გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ აქამდე არსებულ სანქციათაგან ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გატარებული. ეს არის ღია გზავნილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელება”, - აცხადებს ბარაკ ობამა.
XS
SM
MD
LG