Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა


13-დან 15 ივნისამდე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ. ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან. ჩავუშოღლუ ასევე შეხვდება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგნელებს და რეგიონულ მმართველებს.
XS
SM
MD
LG