Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ ორ ბოსნიელ სერბს სრებრენიცის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


გაეროს სასამართლომ ბოსნიელ სერბთა არმიის ორ ყოფილ ოფიცერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა გენოციდის მოწყობის გამო - იმ როლისთვის, რომელიც მათ შეასრულეს 1995 წელს სრებრენიცაში 7,000-ზე მეტი მუსულმანი კაცის და ბიჭის გაჟლეტაში. 53 წლის ვუიადინ პოპოვიჩს და 70 წლის ლიუბისა ბეარას განაჩენი ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოუტანა. კიდევ 4 ყოფილ ოფიცერს და ერთ პოლიციელს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დაუმტკიცდათ. მათ სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს - 5-დან 35 წლის ჩათვლით. სრებრენიცის ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო.
XS
SM
MD
LG