Accessibility links

ხაზინა ჩვეული რეჟიმით მუშაობს


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ხაზინა ჩვეული რეჟიმით მუშაობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს პარლამენტის უფრაქციო დეპუტატებთან დღევანდელი შეხვედრისას ჰკითხეს, უკავშირდება თუ არა საჯარო მოხელეებისა და პედაგოგებისთვის ხელფასის დაგვიანება ხაზინაში შექმნილ პრობლემებს. პეტრიაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ ხაზინა ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობს. რაც შეეხება ხელფასის დაგვიანებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
XS
SM
MD
LG