Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა იური ძიცოითი


აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი, რომელიც მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 23 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობდა. სააგენტო რესს ძიცოითიმ აცნობა, რომ პერსონა ნონ გრატად აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მოტივით გამოაცხადეს. თავად დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა და აზერბაიჯანში გამგზავრებას არც აპირებდა.
XS
SM
MD
LG