Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა


ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში საქორწილო წვეულებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა მოახდინა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, რომ წვეულების სტუმრებიდან ბევრი ადგილობრივ პოლიციასთან იყო დაკავშირებული. ნატოს მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა აფეთქების მოწყობაში ბრალი ექსტრემისტებს დასდეს. თალიბანის წარმომადგენელმა უარყო თავდასხმასთან ამ ჯგუფის კავშირი.
XS
SM
MD
LG