Accessibility links

logo-print

თურქეთი „პროპაგანდას“ უწოდებს აზრს, რომ ის დასავლეთს ემიჯნება


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „პროპაგანდა“ უწოდა განცხადებებს, რომ თურქეთმა დასავლეთისგან გამიჯვნა დაიწყო. ეს მოსაზრებები რიგ დასავლელ დიპლომატებს ეკუთვნის - რომლებიც მიანიშნებენ თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობაში შექმნილ დაძაბულობაზე, მას მერე რაც ისრაელი გასულ კვირაში თავს დაესხა ჰუმანიტარულ გემს. ამ დიპლომატების არგუმენტაცია კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს თურქეთმა ირანისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ მისცა ხმა. მაგრამ სტამბოლში, თურქულ-არაბულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოანმა თქვა, ამგვარ ბრალდებებს „ცუდი მიზნების მქონე პროპაგანდის“ გამტარებლები გამოთქვამენო. ოთხშაბათს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ცვლილება ანკარის საგარეო პოლიტიკაში - და ისრალთან მისი კავშირების დაძაბვა - ნაწილობრივ გამოიწვია ევროკავშირის მხრიდან თურქეთისთვის სწრაფ გაწევრიანებაზე უარის თქმამ.
XS
SM
MD
LG