Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ისევ გაპრეზიდენტებაზე ფიქრი ნაადრევია


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მოსწონს თავისი ამჟამინდელი სამსახური და ჯერჯერობით არ ფიქრობს 2012 წლის არჩევნებით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შესახებ. საფრანგეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ მან და პრეზიდენტმა მედვედევმა ამ საკითხზე მსჯელობა სამომავლოდ - არჩევნების მოახლოებისთვის გადადეს. პუტინმა დასძინა, რომ გადაწყვეტილება მათი საქმოანობის წარმატებულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. პუტინის თქმით, ის და მედვედევი პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ ხოლმე და გადაწყვეტილებების კოორდინირებას ახდენენ.
XS
SM
MD
LG